ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩუგოშვილი უგულავას პარლამენტში შესვლას ურჩევს
2 ნოემბერი, 2020, 17:22
თბილისი (GBC) - "4 წელში ერთხელ არის ერთი დღე, როდესაც ძალაუფლება მმართველთა ხელიდან სრულად გადადის საქართველოს მოსახლეობის ხელში, ეს დღე საპარლამენტო არჩევნების დღეა (ვერცერთი სხვა არჩევნები, საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელობით ვერ შეედრება).

არ არსებობს უფრო დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ვიდრე არჩევნებში, განსაკუთრებით, ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. მიუხედავად ვირუსით გამოწვეული საფრთხეებისა, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა რომელიმე პარტიის გამოკვეთილი მხარდამჭერი და მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა განცდა, რომ თქვენს ხმას რაიმეს შეცვლა შეუძლია.

არიან ადამიანები, რომლებიც თავს ბევრად უფრო დიდ საფრთხეში იგდებენ, ვიდრე ამომრჩევლები, ესენი არიან კომისიის წევრები, დამკვირვებლები, ჟურნალისტები და სხვები, რომლებიც მთელ დღეს ხალხმრავალ საარჩევნო უბანზე გაატარებენ, რათა ჩვენი გაკეთებული არჩევანი დაიცავან. ვირუსით გამოწვეული საფრთხეები არავის გვათავისუფლებს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, რაც არჩევნებში მონაწილეობას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, ალტენრატივას ხედავთ თუ არა, არჩევნებში მონაწილეობა მაინც სავალდებულოა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ “ალტერნატივის”, მხსნელის, ერთი მმართველი პარტიის მოლოდინი შეცვლილიყო მრავალპარტიული, დაბალანსებული მმართველობით. ამისთვის კი “ალტერნატივა” კი არ გვჭირდება, გვჭირდება ბევრი პარტია პარლამენტში. არჩევანი კი, საკმაოდ დიდია, მთავარია მივიდეთ და რომელიმე შემოვხაზოთ.

და ბოლოს, წარმოიდგინეთ როდესაც 100 000, 200 000 ან მეტი ამომრჩეველი ერთმანეთისგან დამოუკიდებლდ ფიქრობს, რომ მათ ხმას მაინც ვერ ექნება გავლენა, სინამდვილეში რა ძალა იკარგება. როგორც ჩერჩილმა თქვა, ცუდ მთავრობებს ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან", - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი .

მე-10 მოწვევის პარლამენტში გადანაწილებული ხმები 61 მანდატი - ქართული ოცნება; 35 - ნაციონალური მოძრაობა; 5 - ევროპული საქართველო; 4-4 ლელო, პატრიოტთა ალიანსი, გირჩი 1- 1 ელისაშვილი - მოქალაქეები და ლეიბორისტული პარტია"


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები