ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 კომპანია დარეგისტრირდა
2 ნოემბერი, 2020, 11:21
ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 კომპანია დარეგისტრირდა

თბილისი (GBC) - ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 ქართული ბიზნესი დარეგისტრირდა. ისინი 5 ნომინაციაში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

 

·                     45% - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

·                     13% - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

·                     11% - საუკეთესო ინოვაციებისთვის

·                     16% - საუკეთესო სტარტაპისთვის

·                     15% - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

 

უკვე მეხუთე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

 

2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის გამოწვევებთან ადაპტაციის თვალსაზრისით. გლობალურმა პანდემიამ ბევრი კომპანია დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა, მაგრამ ბევრმა მოძებნა ახალი გზები საქმიანობის კვლავ გასაგრძელებლად. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ ბიზნესის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა მომხმარებელს. 

 

სიახლეა ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“ დარეგისტრირებული კომპანიებისთვის. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია ერთ თვეს გრძელდებოდა, ნოემბერში ჟიური თითოეულ ნომინაციაში რამდენიმე ფინალისტს გამოავლენს, ხოლო დეკემბერში,  გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი. 

პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები