| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უქმად დარჩენილი 1300 ხორბალმზიდი - რკინიგზა ხორბლის საავტომობილო გადამზიდავებს კონკურენციას ვერ უწევეს
რკინიგზა ხორბლის საავტომობილო გადამზიდავებს კონკურენციას ვერ უწევეს. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს 2012 წელთან შედარებით, ხორბლის გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლები რკინიგზას 5 ჯერ შეუმცირდა ( 20 მილიონიდან 4 მილიონამდე).
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევითი ცენტრი“ ამ ფაქტს საავტომობილო ტრანსპორტის
წონითი ნორმის უკონტროლობით ხსნის.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს გზებზე მხოლოდ
40 ტონამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაა ნებადართული საავტომობილო გადამზიდავები
ძარის გადაკეთების შედეგად ტვირთამწეობას 5-10 ტონით, 45-50 ტონამდე ზრდაიან.გადამეტებული
5-10 ტონა ხორბლის გადაზიდვა კი მათ სარკინიგზო ტრანსპორტთან შედარებით უპირატეს კონკურენტულ
მდგომარეობაში აყენებს.
„სატრანსპორტო დერეფნის
კვლევითი ცენტრის შეფასებით, ამ ყველაფრის შედეგად მცირდება რკინიგზის შემოსავლები
და ზიანდება გზის საფარიც რაც დამატებით ხარჯებს იწვევს. პრობლემის მოგვარების მიზნით
ორგანიზაცია ხელისუფლებას გზებზე Weigh – in – Motion -ის, ანუ ავტომატიურად აწონვის
კონსტრუქცია დამონტაჟებას ურჩევს. კონსტრუქცია 1 მილიონი ღირს და სატრანსპორტო საშუალებების წონის კონტროლი ლაზერული
სკანერების მეშვეობიტ ტრანსპორტის გაჩერების გარეშე ხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss