| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ჩინეთის ეკონომიკის შემდგომი აღდგენის ნიშნები აზიურ საფონდო ინდექსებს მწვანე ზონისკენ უბიძგებს.
ჩინეთის გადამამუშავებელი პრეწველობის შესყიდვების მენეჯერების ინდექსმა (PMI) ოქტომბერში 51,4 პუნქტი შეადგინა, წინა თვის 51,5 პუნქტთან შედარებით, რაც მარტის შემდეგ მაქსიმალური ნიშნულია, PMI–ის ნიშნულის 50 პუნქტს ზემოთ ასვლა სექტორის გააქტიურებაზე მიანიშნებს.
ჩინური Shanghai Composite–ს ინდექსი, თბილისის დროით 10:09 საათისთვის, 0,02%–ით გაიზარდა, ხოლო ამავე დროისთვის ჰონკონგის Hang Seng 1,08%–იან პლუსშია.
ჰონკონგის ვაჭრობებზე ყველაზე მეტად საავტომობილო Geely Automobile Holdings Ltd.–ის აქციების ფასი გაიზარდა – +11.4%, ასევე China Construction Bank Corp. – 5,1%–ით, Industrial & Commercial Bank of China Ltd. და Bank of China Ltd. - 4,1%–ით, Bank of Communications Co. Ltd. - 3,9%–ით.
ინტერნეტგიგანტის Tencent Holdings Ltd ფასიანი ქაღალდები 0,6%–ით იზრდება, ხოლო ონლაინ–გაყიდვების სერვისის Alibaba Group–ის კაპიტალიზაცია 1.1%–ით არის გაზრდილი.
იაპონური ინდექსი Nikkei 225, თბილისის დროით 10:00
საათისთვის, 1,39%–ით იხო გაზრდილი. აქ ზრდის მიხედვით ლიდერობენ: Nippon Express
(+9,9%), Kawasaki Heavy Industries Ltd. (+6,5%) და Konica Minolta (+6,4%).
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი Sony–ს აქციები
0,9%–ით გაძვირდა, ხოლო ავტომწარმოებლის Toyota Motor - 2,2%–ით.
სამხრეთკორეული ინდექსი Kospi 10:29 საათისთვის
1,46%–ით იყო გაზრდილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss