ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვირუსის საპრევენციო სამუშოები „საქნახშირში“ ყოველდღიურად ტარდება
31 ოქტომბერი, 2020, 13:50
ვირუსის საპრევენციო სამუშოები „საქნახშირში“  ყოველდღიურად ტარდება

თბილისი (GBC) - ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისობიექტებზე სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს, რომელიც მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა. სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება და მათ დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების დარგში, ავთანდილ ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. კომპანიის ობიექტებზე ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო/საპრევენციო სამუშაოები, ასევე, მოწმდება ყველა თანამშრომელი.

ავთანდილ ბოჭორიშვილი: შახტა სპეციალურ რეჟიმში მუშაობს. თანამშრომლებს გადაეცათ პირბადეები და ხელთათმანები. შემოსვლისას ისინი მოწმდებიან და 37 გრადუსზე მეტი სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და პაციენტის სტაციონარში გადაყვანა. ყველა საჭირო ინვენტარი (როგორიცაა სიცხის დისტანციური საზომები, ანტისეპტიკური საშუალებები, ხელთათმანები, პირბადეები, სახის ფარები, სათვალეები) გავანაწილეთმინდელის სახელობის შახტზე“ (სადაც ადმინისტრაციული შენობაა), „ძიძიგურის სახელობის შახტზედა გამამდიდრებელ ფაბრიკაში.

სამგზავრო ვაგონებს, აბანო-გარდერობებს, ლიფტს, მოსაცდელებს, +582;+350;+275 და +175 ჰორიზონტებს დეზინფექცია ყოველ ცვლაში უტარდება; დეზინფექცია უტარდება ზედაპირულ კომპექსსაც: საამქროებს, ადმინისტრაციულ შენობას, სამუშაო ოთახებს, საგანრიგოებს, საგუშაგოებს. შახტის ტერიტორიაზე კატეგორიულად იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება. მკაცრად არის შეზღუდული თანამშრომლების რაოდენობა საშახტო ვაგონებში, საშახტო ლიფტსა და ავტოტრანსპორტში. სახალხო ვაგონი 18 ადამიანს იტევს, თუმცა ეს რაოდენობა 12-მდე შევზღუდეთ. ვაგონშიც და ლიფტშიც აკრძალულია ახლო კომუნიკაცია. ცვლის უფროსები მეშახტეებს ინსტრუქტაჟს ყოველ ჯერზე უტარებენ (საგანრიგო წიგნში ხელისმოწერით) და აკონტროლებენ, რომ სამუშაო პროცესი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით წარიმართოს.

„საქნახშირის“თანამშრომლებს Covid 19-ის ანალიზი თვეში ორჯერ უტარდებათ. მიმდინარე წელს ისინი შვიდჯერ შევამოწმეთ, წლის ბოლომდე ანალიზები კიდევ ოთხჯერ ჩაუტარდებათ. „საქნახშირი“ კორონა ვირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებს.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები