ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„ევროინს-საქართველო“: „საქართველოში პრობლემად რჩება დაბალი სადაზღვევო კულტურა“
30 ოქტომბერი, 2020, 17:52
„ევროინს-საქართველო“: „საქართველოში პრობლემად რჩება დაბალი სადაზღვევო კულტურა“

თბილისი (GBC) -  "მოსახლეობა ბოლომდე ვერ ხვდება დაზღვევის სიკეთეებს, და ვერ აცნობიერებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეს არა ფუფუნება, არამედ ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტი, ისეთივე, როგორც მობილური ტელეფონი, ან მანქანა, რომელიც დღეს არავის უკვირს - განაცხადა რადიო ჩვენებურის პროგრამა მომავალი თაობის ბიზნესი-ს ეთერში სადაზღვევო კომპანია „ევროინს-საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა იაკობ ედილაშვილმა.

მისი თქმით, „ევროინსი“ არის მსხვილი ევროპული ჰოლდინგი, რომელიც 1997 წლიდან ბიზნესის რამდენიმე სექტორში საქმიანობს - ისეთებში, როგორც ლიზინგი, ტაქსის მომსახურება, ისეთი ავტობრენდების წარმომადგენლობა, როგორც „მაზერატი“ და პორშე.  ბიზნესის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ დაზღვევაა.

„კომპანიამ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე შემოსვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეს სექტორი ქვეყენაში აქტიურად ვითარდება და ზოგადად საქართველო რეგიონში ბიზნესის კეთების სიმარტივით ერთ-ერთ საუკეთესოა. ერთ-ერთი მოტივაცია ასევე ისიც იყო, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში იგეგმება მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაა. ეს არა მხოლოდ ობიექტური აუცილებლობაა, არამედ ევროკავშირის დირექტივა  - აუცილებელი ავტოდაზღვევა საქართველოში 2021 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს - განაცხადა ედილაშვილმა.

მისი თქმით ამ დროისთვის საქართველოში დაზღვევა ძირითადად კონცენტრირებულია ჯანდაცვის სექტორზე, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი ავტოდაზღვევაც კი, საკმაოდ ჩამორჩება, რომ არაფერი ვთქვათ სხვა პროდუქტებზე.

„დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 1,4 მლნ. ავტომობილი, დაზღვეული კი  მხოლოდ 100 000-ა. თანაც მათ შორის ჭარბობს სახელმწიფო და კორპორატიული ავტოტრანსპორტი, ხოლო კერძო პირების მიერ საკუთარი მანქანების დაზღვევა კიდევ უფრო მცირეა. აქაც კულტურის და ჩვევების საკითხია  - საქართველოში ბევრმა ჯერ ვერ გაიგო, რომ სადაზღვევო გადასახადი შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ხარჯები ავარიის შემთხვევაში“  - განაცხადა „ევროინს-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, სპეციალურად სადაზღვევო კულტურის ზრდის მიზნით კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ძალიან მომგებიან პაკეტს   - ავტოდაზღვევა თვეში 10 ლარად, 1000-ლარიანი ლიმიტით.

„ეს მაინც და მაინც მომგებიანი არა ბიზნესის კუთხით, თუმცა, ამ გზით შესაძლოა ადამიანებმა დაინახონ რამხელა უპირატესობა აქვს დაზღვევას, და მოინდომონ სხვა, უფრო ძვირადღირებული პოლისების შეძენა. ამ ეტაპზე მთავარია ადამიანების ინტერესი გაუჩინო, და ეს სადაზღვევო კულტურის ზრდას ხელს შეუწყობს, რაც დღეს აუცილებელია - მიიჩნევს  იაკობ ედილაშვილი.

ის ასევე თვლის სადაზღვევო სექტორის პრობლემად არათანაბარ მდგომარეობას ბაზარზე. სადაც დომინირებენ მოთამაშეები, რომლებიც სხვა დარგი მსხვილ კომპანიებთან არიან აფილირებული.

„მაგალითად, ხშირად იპოთეკურ სესხს, რომელსაც ბანკის გასცემს, აზღვევს ბანკთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანია. რა თქმა უნდა, ეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებ იმ მზღვეველებს, ვისაც ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია. მათ შეუძლიათ დემპინგური ფასების შეთავაზება მომხმარებლებისთვის, რაც ერთი შეხედვით კარგია - კლიენტებს ნაკლები ხარჯები აქვთ. თუმცა, ამავე დროს კლებულობს კონკურენცია, და შესაბამისად, ეცემა მომსახურეობის ხარისხი. საბოლოო ჯამში კი, ამის გამო მომხმარებელი არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიაზე ბრაზდება, არამედ მთელს სადაზღვევო სექტორზე - თვლის „ევროინს-საქართველოს“ დირექტორი.

ევროინსი“, ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნესი, პანდემიამ დააზარალა.

„წლის დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგალითად, 2019 წელთან შედარებით ჯანმრთელობის დაზღვევის მაჩვენებელი 11 000-დან 40 000-მდე გაგვეზარდა, ასევე კარგი დინამიკა იყო ავტოდაზღვევაში. მარტში მოვიდა პანდემია, და ჩვენი ავტოდაზღვევის პოლისების 20-25% დროებით შეჩერდა, განსაკუთრებით ტაქსისტების მხრიდან. შემდგომ თვეებში ვითარება ნელა-ნელა გამოსწორდა“  - ამბობს იაკობ ედილაშვილი.

მისი თქმით, კომპანიაში 200 ადამიანი მუშაობს, და დისტანციაზე გადასვლა 9 დღეში მოხერხდა, დღეს კი თანამშრომელთა დიდი ნაწილი ისევ დისტანციურად მუშაობს.

სადღეისოდ, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ლარის დევალვაცია, რომელიც აძვირებს წამლებს, სამედიცინო მომსახურეობას, სათადარიგო ნაწილებს, და ამიტომაც ავტომატურად იწვევს სადაზღვევო პოლისების გაძვირებას.

სირთულეების მიუხედავად, კომპანია მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

„ჩვენ მრავალფეროვანი წინადადებები გვაქვს, მაგალითად, კომბინირებული დაზღვევა, როდესაც ერთ პოლისშია რამდენიმე სახის მომსახურეობა - მაგალითად, ჯანდაცვა, ავტოდაზღვევა, და ქონების დაზღვევა ერთად. ჯამურად ეს პაკეტი 30%-ით იაფია, ვიდრე ყველა ამ სერვისი ცალ-ცალკე მიღება. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ დისტანციურ მუშაობას და კლიენტების უფრო მარტივ და კომფორტულ მომსახურეობას - განაცხადა იაკობ ედილაშვილმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები