| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - გუშინდელი
ხუთთვიანი მინიმუმის შემდეგ ეტალონური მარკების ნავთობის ფასი დღესაც მინუსშია და,
სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირას წითელ ზონაში დახურავს.
მაისის შემდეგ ოქტომბერი ყველაზე
ცუდი თვე იქნება ნავთობის ბაზრისთვის. ბოლო 30 დღის განმავლობაში Brent 7%–ით, ხოლო WTI –
9%–ით გაიაფდა.
ბაზარზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს
გავლენას და ძირითადად ესენიე ლიბიაში ნავთობმოპოვების მოცულობების ზრდა, რაც ევროპასა
და აშშ–ში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას დაემთხვა. პანდემიის გამო ეკონომიკის
და ნავთობზე მოთხოვნის აღდგენა ევროპასა და ამერიკაში ისეთი ტემპით არ გაიზრდება, როგორც
ამას ანალიტიკოსები პირველი ტალღის შემდეგ ელოდნენ.
თბილისის დროით 10:03 საათზე, ლონდონის
ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 2,06%–ით არის
გაიაფებული და ბარელზე $37,47–ს შეადგენს.
ამერიკული WTI ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, დეკემბერში მიწოდების
პირობით, 2,07%–ს კარგავს ამ დროისთვის და ბარელი $35,45 ღირს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss