| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - როგორც ცნობილია, საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტზე დიდი რაოდენობით ავტომობილები გადის.
თუმცა,
ამავე დროს, ეს ბაზარი ქართული მხარის მიერ ბოლომდე ათვისებული არაა, მეტიც, აზერბაიჯანისთვის
საქართველო არაა ავტომობილების მიღების ძირითადი წყარო.
კერძოდ,
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში აზერბაიჯანში შემოტანილ
იქნა 63 მლნ. დოლარის ავტომობილები.
საქსტატის
ცნობით კი, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულ იქნა მხოლოდ 23 მლნ. დოლარის
ავტომობილები - რაც მთლიანი რაოდენობის მხოლოდ მესამედია.
ეს
აიხსნება შედარებით მაღალი იმპორტით რუსეთდან - აზერბაიჯანში რუსული ავტომობილები გარკვეული
პოპულარობით სარგებლობენ, გარდა ამისა რუსეთიდან დიდი რაოდენობით იქ წარმოებული უცხოური ბრენდების მანქანები შემოდის.
გარკვეულ
როლი ასევე ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს ეკუთვნის, რომელთანაც აზერბაიჯანს სახმელეთო
საზღვარი არა აქვს, თანაც რეგიონი თურქეთს ესაზღვრება, და ევროპიდან მანქანების ჩამოსაყვანად
საქართველოს ტერიტორიის გავლა არ უწევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss