ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ამერიკულმა საფონდო ინდიკატორებმა 3%–ზე მეტი დაკარგეს
29 ოქტომბერი, 2020, 10:39
ამერიკულმა საფონდო ინდიკატორებმა 3%–ზე მეტი დაკარგეს

თბილისი (GBC) - ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა ოთხშაბათის სესია 3%–ზე მეტი ვარდნით დახურეს – მიზეზი კვლავ კორონავირუსის მზარდი გავრცელება და ეკონომიკის აღდგენის პროცესზე მისი შესაძლო გავლენებია.

Dow Jones Industrial Average–ის ინდექსი 943,24 პუნქტით (3,43%) დავარდა 26519,95 პუნქტამდე. Standard & Poor's 500–მა 119,65 პუნქტი დაკარგა (3,53%) და 3271,03 პუნქტამდე ჩემოვიდა. კიდევ უფრო მეტი, 3,73% დაკარგა Nasdaq Composite–მა და 11004,87 პუნქტი შეადგინა. ამასთან, Dow–ს ინდიკატორმა ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა განიცადა 11 ივნისის შემდეგ.

ამავე დროს, Cboe Volatility Index–ის (VIX) ინდიკატორი, რომელსაც უოლ–სთრითის „შიშის ინდექსს“ უწოდებენ, 40 პუნქტით ავარდა და 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ოთხშაბათს იმ კომპანიების აქციების ფასი დავარდა, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზარალდებიან ლოკდაუნის განახლების, ან ეკონომიკის აღდგენის პროცესის შეფერხების შემთხვევაში. ავიაკომპანია Delta Air Lines Inc–ს ქაღალდების ფასი 3,5%–ით დავარდა, Southwest Airlines Co–ს ფასი 4,5%–ით შემცირდა, United Airlines Holdings Inc.–ის – 4,6%–ით. კრუიზების ოპერატორმა Royal Caribbean Group 7,4%–იანი ვარდნა განიცადა.

ასევე მკვეთრი ვარდნით დაიხურა ევროპული სესიებიც, რომლებზეც ზედიზედ მესამე დღეა, მონაცემები წითელ ფერებშია გამოსახული. მიზეზი აქაცკორონავირუსის პანდემიის მოსალოდნელი გავლენებია ეკონომიკაზე.

ბეზრებზე გავლენა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ მოახდინა, რომლის თანახმად გერმანია და საფრანგეთი ახალ შეზღუდვებს ამზადებენ კოვიდინფიცირების რაოდენობის შესაზღუდად.

რეგიონის უმსხვილესი საწარმოების ჯამური ინდექსი Stoxx Europe 600 ვაჭრობის დასრულებისას 2,95%–ით დავარდა და 342,17 პუნქტი შეადგინა.

ბრიტანულმა ინდიკატორმა FTSE 100 2,55% დაკარგა, გერმანულმა DAX – 4,17%, ფრანგულმა CAC 40 - 3,37%. იტალიურმა FTSE MIB და ესპანურმა IBEX 35, შესაბამისად, 4,06% და 2,66% დაკარგეს.

ოთხშაბათს ბანკების აქციებიც მკვეთრად გაიაფდა. Deutsche Bank AG–ის აქციები 1,9%–ით გაიაფდა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალში პროგნოზირებულზე მეტი წმინდა მოგება მიიღო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები