ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Nasdaq 0,6%–ით გაიზარდა
28 ოქტომბერი, 2020, 12:15
Nasdaq 0,6%–ით გაიზარდა
Dow Jones–მა და S&P 500–მა 0,3-0,8% დაკარგეს, Nasdaq 0,6%–ით გაიზარდა მერიკულმა საფონდო ინდექსებმა სამშაბათის ვაჭრობაზე არაერთგვაროვანი დინამიკა აჩვენეს. წინა დღეს, ორშაბათს, Dow Jones–მა სექტემბრის დასაწყისიდან ყვველაზე დიდი ვარდნა –2,29% განიცადა, S&P 500 1,86%–ით შემცირდა, ხოლო Nasdaq - 1,64%–ით.

ბაზრებზე კვლავაც ახდენს გავლენას აშშ–ში კორონავირუსის გავრცელების ახალი და ძლიერი ტალღა. ორშაბათის მონაცემებით, აშშ–ში კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – 69 970 ადამიანი, წერს CNBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, კიდევ უფრო განელდა ეკონომიკის მასტიმულირებელი წომების პაკეტის შეთანხმების მიღწევის მოლოდინი, მას შემდეგ, რაც სენატის რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკონელმა განაცხადა, რომ კონგრესის ზედა პალატა მუშაობას 9 ნოემბრამდე არ განაახლებს.

ამასთან, სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აშშ–ში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა სექტემბერში 1,9%–ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 0,4% შეადგინა. ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეხუთე თვეა, იზრდება – მარტისა და აპრილის ვარდნის შემდეგ, რაც იმ პერიოდში კორონავირუსის აფეთქებამ განაპირობა.

აშშ–ის 20 უდიდეს ქალაქში საცხოვრებელი ფართების ფასი, S&P CoreLogic Case-Shiller–ის დაანგარიშებით, აგვისტოში 5,2%–ით გაიზარდა, წლიურ გამოსახულებაში. ამ მაჩვენებელმა ივლისში 4,1% შეადგინა.

ამასობაში, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ინდექსები წითელ ზონაში მოძრაობენ. ისინი სამშაბათიდან განიცდიან დანაკარგს. ამის მიზეზი აქაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპია, რომლის ეკონომიკურ შედეგებსაც ინვესტორები უფრთხიან
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები