| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ამერიკული
საფონდო
ინდექსები
ორშაბათის
ვაჭრობაზე
მკვეთრად
გაიაფდა
აშშ–სა
და
ევროპაში
კორონავირუსის
სწრაფი
გავრცელებისა
და
ამერიკის
ეკონომიკის
საბიუჯეტო
სტიმულირების
ნოემბრის
არჩევნებამდე
მიღების
იმედის
დაკარგვის
ფონზე.
სესიის დახურვის მომენტში
Dow Jones Industrial Average–ის ინდექსი
2,29%–ით შემცირდა 27685,38 პუნქტი
შეადგინა.
მან
უდიდესი
ერთდღიანი
ვარდნა
აჩვენა
3 სექტემბრის შემდეგ და
პირველად
6 ოქტომბრის შემდეგ ჩამოსცდა
28000–იან ნიშნულს.
Standard
& Poor's 500 1,86%–ით შემცირდა – 3400,97 პუნქტამდე,
რაც
თვის
განმავლობაში
ყველაზე
დიდი
ერთდღიანი
ვარდნაა.
Nasdaq
Composite–მა 189,34 პუნქტი (-1,64%) დაკარგა
და
11358,94 პუნქტი შეადგინა.
აშშ–ის სენატის
წარმომადგენელთა
პალატის
სპიკერმა
ნენსი
პელოსიმ
CNN-თან კვირას მიცემულ
ინტერვიუშმი
განაცხადა,
რომ
დაახლოებით
$2 ტრილიონის მასტიმულირებელი ღონისძიებების
პაკეტი
შესაძლოა
მიმდინარე
კვირაშიც
დაამტკიცონ,
თუმცა
უცნობია,
დაუჭერს
თუ
არა
მყარს
მას
სენატი.
თეთრი სახლის აპარატის
უფროსი
მაიკ
მედოუზი
კი
პელოსის
ადანაშაულებს,
რომ
ის
მუდმივად
ცვლის
თამაშის
წესებს.
ამავე დროს, კორონავირუსით
ინფიცირების
ახალი
შემთხვევები
აშშ–ში
ახალ
რეკორდებზე
გადის,
ხოლო
იტალია
და
ესპანეთი
ახალ
შეზღუდვებს
აწესებან.
მიმდინარე კვირაში ინვესტორთა
ყურადღების
ცენტრში
მოექცევა
ევროპის
ცენტრალური
ბანკისა
და
იაპონიის
ბანკის
სხდომები,
ასევე
აშშ–ის
მშპ–ის
მესამე
კვარტლის
მონაცემების
გამოქვეყნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss