| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ხუთშაბათის ვაჭრობები ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა ზრდით დაასრულეს. ტრეიდერები წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კომენტარებზე და კომპანიების მესამე კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებზე რეაგირებენ. წარმომადგენელთა პალატის სმიკერმა ნენსი პეოლსმა განაცხადა, რომ „ხუთ წამსაც არ დახარჯავდა“ ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებების პაკეტის ირგვლივ მოლაპარაკებებზე, ამ მიმართულებით პროგრესი რომ არ არსებობდეს.
Dow
Jones Industrial Average–ის ინდექსი 152,84 პუნქტით (+0,54%)
28363,66 პუნქტამდე გაიზარდა. Standard & Poor's
500–მა 17,93 პუნქტით
მოიმატა (+0,52%) - 3453,49–მდე. Nasdaq Composite 21,31 პუნქტით
გაიზარდა (+0,19%) და 11506,01 პუნქტი შეადგინა.
Tesla
Inc.–ის აქციების ფასი 0,75%–ით გაიზარდა. ელექტრომობილების
მწარმოებელმა მესამე გვარტალში წმინდა მოგება 2,3–ჯერ გაზარდა, რაც ექსპერტების მოლოდინზე
მაღალი მაჩვენებელია.
Whirlpool
Corp.–ის აქციები 1,54%–ით გაძვირდა. საყოფაცხოვრებო
ტექნიქის მწარმოებელმა მესამე კვარტალში შემოსავლები მოსალოდნელზე მეტად გაზარდა.
AT&T
Inc.–ის კაპიტალიზაცია 5,84%–ით გაიზარდა. საკომუნიკაციო და
მედიაკომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავლების მაჩვენებლები შეინარჩუნა.
Dow
Inc.–ის ფასიანი ქაღალდები 1,56%–ით გაძვირდა. ქიმიურმა კომპანიამ
მესამე კვარტალში ზარალი აჩვენა, თუმცა ეს მაჩვენებელი ბაზრის მოლოდინზე ნაკლები აღმოჩნდა.
American
Airlines Group Inc.–ის აქციების ფასი 3,18%–ით გაიზარდა. ავიაკომპანიამ მესამე
კვარტალში მოსალოდნელზე ნაკლები ზარალი აჩვენა – წმინდა ზარალმა $2,4 მლნ აჩვენა, ანუ
ერთ აქციაზე დაანგარიშებით $4,71. 2019 წლის ანალოგიურ მერიოდში კომპანიის მოგებამ
$425 მლნ შეადგინა, ხოლო თითოეული აქციის ფასი $0,96–ით გაიზარდა.
Southwest
Airlines Co.–ს ფასიანი ქაღალდები 5,25%–ით გაძვირდა. ავიაკომპანიის
წმინდა ზარალმა $1,16 მლრდ, ანუ ერთ აქციაზე –$1,96 აჩვენა მესამე კვარტალში. ერთი
წლით ადრე, ანალოგიურ მერიოდში კომპანიის მოგებამ $659 მლნ შეადგინა, ხოლო თითო აქცია
$1,99–ით იყო გაძვირებული.
Coca-Cola
Co.–ს აქციები 1,38%–ით გაძვირდა. უალკოჰოლო სასმელების
მსოფლიოში უდიდესმა მწარმოებელმა წმინდა მოგება მესამე კვარტალში 9%–ით შეამცირა. თუმცა,
ეს მაჩვენებელი პროგნოზებზე უკეთესი აღმოჩნდა, რამაც კოტირებების ზრდას შეუწყო ხელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss