| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ბოლო
წლების მანძილზე დმანისის მუნიციპალიტეტში SOCAR-მა 295 კმ.
გაზსადენები ააშენა, რომლებითაც გაზს სოფლების მოსახლეობა იღებს.
სულ გაზიფიცირებულია 7 029 აბონენტი“ - განაცხადა SOCAR-ის
პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ
ირგანჩაიში გაზის
მიწოდების დაწყების ცერემონიის დროს.
მისი თქმით,
კომპანია რეგიონების გაზიფიცირებას კვლავაც აგრძელებს - 2020 წლის
გეგმის თანახმად, ამჟამად შენდება 12,3 -კილომეტრის მილსადენები, და შედეგად გაზს 242 აბობენტი მიიღებს.
„სადღეისოდ დმანისის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება 83,1%-ს შეადგენს“ - განაცხადა აბდულაევმა.
მისი თქმით,
დმანისის გარდა
სხვა მუნიციპალიტეტებშიც გრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები - მთლიანობაში 2020 წლის SOCAR საქართველოში 15 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას და
129 კვ. ჯამური სიგრძის გაზსადენების აშენებას აპირებს - მათ
შორის 13 ქვემო
ქართლში, 2 - მცხეთა-თიანეთში.
სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოში გაზის მომხმარებელთა რაოდენონა 2 483-ით
გაიზრდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss