| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება არამიზანშეწონილია, - პრემიერის ინფორმაციით ბანკში 1 თავდამსხმელია შეჭრილი.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში 2 შეირაღებული პირის შეჭრის შემდეგ (თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით) ამ დრომდე (1 სთ გავიდა, სასწრაფო დახმარების მანქანა ახლა მივიდა) დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსთავი 2 -ის კორესპონდენტს თვითმხილველმა განუცხადა, რომ ფილიალში 20-30 მოქალაქე იყო. ინფორმაცია ვრცელდება, რომ თითქოს ყაჩაღებმა მძევლები აიყვანეს და ასაკოვანი კლიენტები გაათავისუფლეს.ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განგაშის ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო.
შენობაში მყოფი პირების ნაწილი, მათ შორის ბანკის თანამშრომლები სახურავზე ავიდნენ და სათადარიგო კიბით გამოვიდნენ.
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, ბანკის ფილიალის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და იქ არსებული ობიექტებიდან მოქალაქეები ევაკუირებული. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
ბანკი ჯერ ფულის დატაცებაზე ინფორმაციას არ ავრცელებს
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss