| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ამერიკის
ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებმა, აშშ–ში ნავთობმარაგების
ზრდის შესახებ, მსოფლიო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი დააგდო.
Brent-ის მარკის
ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის
ბირჟაზე ოთხშაბათს დილით 0,76%–ით
არის შემცირებული და ბარელზე $42,83–ს შეადგენს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI დეკემბრის
ფასები ნიუ–იორკის
სასაქონლო ბირჟაზე 0,67%–ით არის შემცირებული
და ბარელი $41,42 ღირს.
API-მ წუხელ
გაავრცელა მონაცემები, რომელთა თანახმად, 16 ოქტომბერს დასრულებულ კვირაში აშშ–ის
ნავთობმარაგები 584 000 ბარელით
გაიზარდა. იგივე მონაცემების თანახმად, ბენზინის მარაგები 1,6 მლნ ბარელითაა შემცირებული. კუშინგის ტერმინალზე ნავთობმარაგები 1,2 მლნ ბარელითაა გაზრდილი.
თავის მხრივ, S&P Global
Platts–ის მიერ გამოკითხული
ანალიტიკოსების მოლოდინით, აშშ–ის ენერგეტიკის
სამინისტრო გამოაქვეყნებს მონაცემებს, რომლებშიც ნავთობმარაგები 1,9 მლნ
ბარელით იქნება შემცირებული, ხოლო ბენზინის
მარაგები – 1,6 მლნ
ბარელით. ენერგეტიკის სამინისტრო ყოველკვირეულ ანგარიშს დღეს, 21 ოქტომბერს,
თბილისის დროით 18:30 საათზე გამოაქვეყნებს.
ნავთობის ფასებზე ზეწოლას ახდენს ლიბიაში ნავთობმოპოვების მოცულობების ზრდაც. S&P Global
Platts–ის ინფორმაციით, ქვეყანაში ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება ბოლო ერთ
თვეში ოთხჯერ გაიზარდა, დღე–ღამეში
500 000 ბარელამდე. სააგენტოს წყაროების ცნობით, აბუ–ატიფელის საბადოზე ნავთობმოპოვება ორშაბათს საღამოს განახლდა და მისმა
მოცულობამ დღე–ღამეში,
შესაძლოა, 70 000 ბარელს
მიაღწიოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss