ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კორონავირუსი რეკორდს აფხაზეთშიც ხსნის - 133 დაინფიცირებული დღე-ღამეში
21 ოქტომბერი, 2020, 10:09
კორონავირუსი რეკორდს აფხაზეთშიც ხსნის  - 133 დაინფიცირებული დღე-ღამეში

თბილისი (GBC) - კორონავირუსი რეკორდს ხსნის აფხაზეთშიც - დღე-ღამეში ტესტირება 403 ადამიანმა გაიარა, მათ შორის 133- ვირუსი დაუდგინდა.

ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აფხაზეთში. ამ დროისთვის გუდაუთაში კოვიდ-ცენტრში 150 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 31- მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში კორონავირუსით  3036 ადამიანი დაავადდა, 1267 გამოჯანმრთელდა, 31 გარდაიცვალა.

აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიამ მთელი ძალით იფეთქა რუსეთთან საზღვრის გახსნის, და რუსი ტურისტების დიდი რაოდენობით ჩამოსვლის შემდეგ.

ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის სისუსტის გამო სადღეოისოდ აფხაზეთში სპეიალურად მივლინებული რუსი ექიმების ბრიგადები მუშაობენ. კერძოდ, 19 ოქტომრებს არაღიარებულ რესპუბლიკაში შემოვიდა რამდენიმე ათეული სამხედრო ექიმი მთელი აუცილებელი აღჭურვილობით და საველე ჰოსპიტალებით.

ეპიდემიოლოგიური ვითარება აფხაზეთში გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე თბილისი მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - არაღიაირებულ რესპუბლიკაში 250 000 ადამიანი ცხოვრობს - 100-130 დაავადებული კი 250 000 ადამიანზე გაცილებით მეტია, ვიდრე 1200 დაავადებული 3,7 მლნ.-ზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები