ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს
20 ოქტომბერი, 2020, 15:26
თიბისი მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს
თბილისი (GBC) - თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

თიბისის ტრანზაქციების 95% ციფრული არხების გამოყენებით ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი, მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით მოემსახუროს.
დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება :
• თანხის გადარიცხვა პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრით;
• კომუნალური გადასახადების გადახდა ან დაჯგუფება და ერთიანად გადახდა სახლიდან გაუსვლელად;
• საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე ანგარიშსწორება;
• ციფრული ბარათის მომენტალური აქტივაცია და გამოყენება;
• უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;
• ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, ბარათის პინ-კოდის აღდგენა;
• ბანკომატიდან თანხის განაღდება ბარათის და ბანკომატთან შეხების გარეშე, QR კოდის დასკანირებით;
• საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;
• სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.
მომხმარებლების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევის ფონზე, მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად ბანკმა არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების მიმართულებით გუნდი აქტიურად მუშაობს და მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები