ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
IMF საქართველოს ახალი სექტორების მხარდაჭერას ურჩევს
20 ოქტომბერი, 2020, 13:32
IMF საქართველოს ახალი სექტორების მხარდაჭერას ურჩევს

თბილისი (GBC) - საქართველო რეგიონის იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც რეფორმების გატარების მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიაღწია“, - აცხადებს სააერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული დირექტორი ჯიჰად აზოური. სსფ მიიჩნევს, რომ მიუხედავად გატარებული რეფორმებისა პანდემიის შოკმა ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგან ეკონომიკის დიდი წილი ტურიზმზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე მოდიოდა. სწორედ ამიტომ ფონდი საქართველოს ეკონომიკის სხვა სექტორებზე აქცენტირებასაც ურჩევს. 

სსფ-ს რეგიონული დირექტორის განცხადებით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ყველა ბერკეტი გამოიყენა საიმისოდ, რომ დაეცვა ქვეყნის ეკონომიკა შოკისგან. მათ შორის სახელდება რეზერვების შექმნა და გაცვლითი კურსი. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ახალი სექტორის მხარდაჭერასაც ურჩევს, განსაკუთრებით ტექნოლოგიური კუთხით. „საქართველოს აქვს სწრაფი ზრდის პერსპექტივა“, - აღნიშნავს ფონდის რეგიონული დირექტორი. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელის. 

ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა  2021-2025 წლებში დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება. სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2020 წელს 4.4 პროცენტით შემცირდება, რაც 0.8%-ით ნაკლებია (გაუმჯობესებულია) ივნისის პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტი იქნება (0.2 %-ით შემცირდა ივნისის მაჩვენებელთან შედარებით).

სსფ-ის პროგნოზით, 2024 წლიდან საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, პირველად გადააჭარბებს 20 ათას დოლარს, 2025 წლიდან კი 21 ათას დოლარს. 2020-2025 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (ppp) ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-11 პოზიციაზეა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები