ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბიზნეს კლიმატის ინდექსი ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს
20 ოქტომბერი, 2020, 12:59
ბიზნეს კლიმატის ინდექსი ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს
თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის (BAG) Q3/2020 კვლევის თანახმად, ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი, წინა კვარტლის მსგავსად, კვლავ აღმასვლის მეოთხედშია, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციის გამოკითხული წევრები თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას კვლავ უარყოფითად აფასებენ, თუმცა ამავდროულად, ნარჩუნდება პოზიტიური მოლოდინი.

2020 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, კომპანიების შეფასება ოდნავ გაუარესდა, მაშინ როცა -12.3-დან -19.0-მდე შემცირდა. მომდევნო 6 თვის მოლოდინი გაუმჯობესდა და 12.2-დან 21.8-მდე გაიზარდა.

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები დაყოფილია 4 სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
Q3/2020-ში BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი, მომსახურების სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის დადებითია.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეფასება მოსალოდნელი იყო, რადგან პანდემიის შედეგად, შექმნილი ვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორმა იგრძნო. სწორედ ამიტომ, მომსახურების სექტორი მიმდინარე მდგომარეობას მკვეთრად უარყოფითად აფასებს. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ამ სექტორის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოპტიმისტურია.

ბიზნეს კლიმატს, ასევე, უარყოფითად აფასებენ ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებიც. თუმცა, მომდევნო 6 თვის მოლოდინი, მომსახურების სექტორზე მეტად ოპტიმისტური აქვთ.

მშენებლობის სექტორში მე-3 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა და ნეიტრალურია, ისევე როგორც სექტორში არსებული მოლოდინი.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები