| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - აზია–წყნარი
ოკეანის რეგიონის ქვეყნების ინდექსები სამშაბათის ვაჭრობაზე, უმეტესად, წითელ ზონაში არიან. რითაც ამერიკული ბირჟების გუშინდელ გაუარესებულ მონაცემებზე რეაგირებენ. თავის მხრივ, აშშ–ის
ინდექსები 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისა და ეკონომიკის
მასტიმულირებელი ზომების შეთანხმების მიღწევის შანსების შემცირების გადავიდნენ უარყოფით ნიშნულებზე.
ჩინური ინდექსი Shanghai Composite
0,45%–ით შემცირდა, Shenzhen
Component 0,13%–ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთის მშპ–ის
ზრდის ტემპი იმაზე დაბალია, ვიდრე საპროგნოზო მაჩვენებლებში იყო მოცემული
– 4,9% მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით.
ჰონკონგის Hang Seng 0,07%–ით
შემცირდა.
იაპონური Nikkei 225 0,56%–ით
დავარდა, ხოლო სამხრეთკორეული
KOSPI 0,77%–ით.
ავსტრალიურმა ASX 200 0,58%
დაკარგა.
აშშ–ის წარმომადგენელთა
პალატის სპიკერის ნენსი პელოსის მიერ ორშაბათს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან მასტიმულირებელ ზომებზე გამართულ მოლაპარაკებებზე აზრთა სხვადასხვაობა სულ უფრო
ვიწროვდება, გარკვეული ოპტიმიზმი შექმნა, გარიგების საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიღწევასთან დაკავშირებით.
პელოსის ოპტიმიზმის მიუხედავად, კვლავაც გამეფებულია სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, დათმობენ თუ არა
დემოკრატები საკუთარ პრიორიტეტებს ადგილობრივი ხელისუფლებების, მუშების, სკოლებისა და ჯანდაცვის
სისტემასთან მიმართებაში.
ამერიკელების არჩევნებზე წასვლამდე სულ რაღაც
ორი კვირა რჩება. ინვესტორები ტრამპისა და ბაიდენის
ფინალურ დებატებზე აეწყობიან, რომელიც ხუთშაბათსაა დაგეგმილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss