| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი(GBC) - ეკონომიკური აქტიურობის შენელების მიუხედავად, მშენელბლობის ნებართვების გაცემა სტაბლურად იზრდება - კერძოდ, 2020 წლის 9 თვის მანძილზე თბილისში საცხოვრებელი ფართების მშენებლობის 149 ნებართვა გაიცა - ნათქვამია თი-ბი-სი-კაპიტალის კვლევაში.
ახალი პროექტების მთლიანი ფართობი 690 000 კვ.მ იქნება, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემული ნებართვების მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.
ყველაზე მეტი სამშენებლო
ნებართვა გაიცა რაიონებში, სადაც ყველაზე მეტი გაყდვები
დაფისქირდა - 2020 წლის
9 თვის მანძილზე სამშენებლო ნებართვებს შორის 55% მოდის
დიდ დიღომზე, საბურთალოზე, და გლდანზე.
თუმცა, მთლიანობაში 2020 წლის 9 თვის მანძილზე ბინების გაყიდვები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველა რაიონში შემცირდა - განსაკუთრებით დაზარალდა ჩუღურეთი (-43%), საბურთალო (-40%) და
მთაწმინდა (-39%).
გლდანში წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბინების გაყიდვები 11%-ით
შემცირდა, სამგორში - 21%.
თუმცა, უფრო მასშტაბური ვარდნის მიუხედავად, საბურთალო, დიდი დიღომი,
და მთაწმინდა ბინების გაყიდვების კუთხით ლიდერობას მაინც ინარჩუნებენ - მათზე თბილისში გაყიდული ბინების 34% მოდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss