ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
დიდი კაშხლების სეისმური პარამეტრები განიხილეს
19 ოქტომბერი, 2020, 17:51

თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ორგანიზებით, თბილისში დიდი კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელზეც გაიმართა დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) ბიულეტენების („კაშხლის ზედამხედველობის ინსტრუქცია“ და “სეისმური პარამეტრების შერჩევა დიდი კაშხლებისთვის”) ქართული თარგმანის პრეზენტაცია, ასევე განიხილეს საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ენერგეტიკული უსაფრთხოების და ასევე ეკონომიკის განვითარების საჭიროების ნიშნით.
საზოგადოებაც საერთაშორიოს სტანდარტების დაცულობაში სრულად დარწმუნებული უნდა იყოს,როგორც არსებული ენერგოობიექტების ექსპლუატაციისას, ისე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას.
„საქართველოს აქვს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა და მისი ეფექტური ექსპლუატაციის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. ამავე დროს, ჰიდროენერგეტიკაში ჩვენი ინიციატივით ინერგება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები. მსგავსი კონფერენციები მიზნად ისახავს სექტორისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეზიარებინათ გამოცდილება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს წარმატებით აქვთ დანერგილი როგორც მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების, ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წარმოადგინა მოხსენება ჟინვალჰესის მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების შესახებ, შვეიცარიულმა კომპანია Stucky-მ კი - ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხლის დინამიურობის ანალიზი. მათ შორის, განხილული იყო ამ კაშხლის გამორჩეული სეისმომედეგობა. ასევე წარმოდგენილი იყო ასევე მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებას დაესწრნენ ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss