ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლაგარდი: კლების რბილი სცენარი წარსულს ჩაბარდა
19 ოქტომბერი, 2020, 11:45
ლაგარდი: კლების რბილი სცენარი წარსულს ჩაბარდა

თბილისი (GBC) - კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური გავლენის ფონზე ევროზონის ეკონომიკა, მიმდინარე წელს, შესაძლოა, 8–12%–ით შემცირდეს. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, იუწყება CNN.

ევრობანკის პროგნოზი

ლაგარდმა აღნიშნა, რომ ევროზონის ეკონომიკის განვითარების „რბილი“ პროგნოზი 2020 წლისთვის, რომლის თანახმად კლება 5% იქნებოდა, „წარსულს ჩაბარდა“.

ბანკის ხელმძღვანელის თქმის, 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა 8%–დან 12%–მდე შემცირდება.

„ევროპის ცენტრალური ბანკის მისიაა, უპირველესად, ჩვენი გამაერთიანებელი ფენომენალური აქტივი – ევრო დაიცვას“, – განაცხადა ლაგარდმა და დასძინა, რომ ბანკის მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

რა პროგნოზი აქვს სსფ–ს

კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისი დიდი ხნით გააუარესებს მთელი მსოფლიოს ცხოვრების სტანდარტებს. მდიდრებისა და კომპანიებისთვის გადასახადები შესაძლოა გაიზარდოს, რითაც ზარალის მინიმიზება უნდა მოხდეს. ამის შესახებ ნათქვამის საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიან პროგნოზში „მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები“.

ფონდში როგორც აღნიშნავენ, პანდემია გლობალურ ეკონომიკას დანაკარგებისა და გაბანკროტებების სახით მძიმე იარებს დაამჩნევს. ასევე, ეკონომიკის მთელი სექტორები სიცოცხლისუნარიანობას დაკარგავენ.

ეს ზარალი დიდი ხნით შენარჩუნდება, ვინაიდან ისეთი პრობლემური ექტორებიდან, როგორიც ტურიზმია, ახალ და პერსპექტიულ სფეროებზე გადასვლა, როგორიცაა ტექნოლოგიები, აუცილებლად შენელებული ტემპით მოხდება და ბევრი ადამიანისთვის მტკივნეული იქნება.

პროგნოზი ციფრებში

სსფ–ის მოლოდინით, გლობალური ეკონომიკა 2020 წელს 4,4%–ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ეს საპროგნოზო მაჩვენებელი ივნისში 0,8%–ით მეტი იყო.

პანდემიის მოთოკვა თუ მომავალ წელს გახდება შესაძლებელი, სსფ მსოფლიო ეკონომიკის 5,2%–იან ზრდას ვარაუდობს უკვე 2021 წელს. ივნისში ეს მაჩვენებელი 0,2%–ით მაღალი იყო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები