ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ევროპულმა აქციებმა სესია წითელ ზონაში დახურეს
16 ოქტომბერი, 2020, 10:49
ევროპულმა აქციებმა სესია წითელ ზონაში დახურეს

თბილისი (GBC) - დასავლეთ ევროპის ქვეყნების საფონდო ინდექსები მნიშვნელოვნად შემცირდნენ ხუთშაბათის ვაჭრობაზე. ამის მიზეზად მიმომხილველები აშშ–ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების მიღების ალბათობის შემცირებასა და ევროპაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის სწრაფ გავრცელებას ასახელებენ.

ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ბოლო დღეებში კორონავირუსის გავრცელების გამო ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. გერმანიაში ბოლო დღეღამეში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა – 6 638 შემთხვევა. მანამდე ყვველაზე მეტი შემთხვევა – 6 294 ინფიცირებული დღე–ღამეში მარტში დაფიქსირდა.

პანდემიის გამო ინვესტორები უფრო მეტად სახელმწიფო ობლიგაციების შეძენას ცდილობენ, რაც შედარებით უსაფრთხო აქტივად ითვლება. ეს კი მათ შემოსავალს ამცირებს, წერს გაზეთი Financial Times.

საფრანგეთში სამომხმარებლო ფასები სექტემბერში წინა წლის ანალოგიური თვის ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასები 0,6%–ით არის შემცირებული

რეგიონის უმსხვილესი საწარმოების ჯამური ინდექსი Stoxx Europe 600 ხუთშაბათის სესიის დახურვისას 2,08%–ით შემცირდა 362,92 პუნქტამდე.

ბრიტანულმა ინდიკატორმა FTSE 100 1,73% დაკარგა, გერმანულმა DAX - 2,49%, ფრანგულმა CAC 40 - 2,11%. იტალიურმა FTSE MIB და ესპანურმა IBEX 35, შესაბამისად, 2,77% და 1,44% დაკარგეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები