ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული სტარტაპები სილიკონის ველზე
15 ოქტომბერი, 2020, 21:20
ქართული სტარტაპები სილიკონის ველზე

(GBC) -500Georgia  პროგრამის ორი გამარჯვებული სტარტაპი CARDEAL (ავტომობილების აუქციონის საერთაშორისო ბაზარი) და  (ინტელექტუალური ლოგისტიკური პლატფორმა) 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. 


სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი შემოვიდა და აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 15 სტარტაპი შეარჩია.  პროგრამის მეორე ეტაპისთვის ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, რომლებიც ინვესტორების წინაშე  „დემო დღეზე“ წარსდგნენ. მათგან ხუთმა კომპანიამ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაგრძო პროგრამა, ხოლო დამატებით ინვესტიციას და ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი გამარჯვებული მიიღებს.


 წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან: CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars; სამი უცხოური კომპანიაა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან


500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან  - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორთფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები