ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
31/10/2020 - 3 558 291 პოტენციური ხმა
15 ოქტომბერი, 2020, 17:15
31/10/2020 - 3 558 291 პოტენციური ხმა

თბილისი (GBC) - 3 558 291 ამომრჩეველია 15 ოქტომბრის მდგომარეობით, - მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ( ზურაბ სანიკიძე)  ცესკოს  თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა.

 

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის თანახმად,  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში – ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს.

 

სააგენტო  8 წლის განმავლობაში ბაზის გაუმჯობესებაზე აცხდებს. ელექტრონული პირადობის მოწმობა 2 865 683 მოქალაქეზე გაიცა, 1 742 529 -ზე უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

 

 „საარჩევნო სიის სრულყოფის“ ფარგლებში ნამუშევარი:


•               2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული პროაქტიული სამუშაოების შედეგად საარჩევნო სიიდან 10 500–ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია  ამოღებული;

•               2014-2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

•               2015-2020 წლებში მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღსადგენად განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.

•               2017-2020 წლებში ქოლცენტრის ოპერატორები პროაქტიულად ტელეფონით დაუკავშირდნენ 300 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით ვერ ხვდებოდნენ საარჩევნო სიაში, და ხარვეზის გამოსწორების მიზნით კონსულტაცია გაუწიეს მათ;


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები