| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - სადაზღვევო კომპანიების (პირდაპირი დაზღვევის
საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 571,4 მლნ.ლარი შეადგინა
, საიდანაც 38,2%
სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის.
საქსტატის 2019 წელის ანგარიშით, შემდეგ
პოზიციებზეა ქონების დაზღვევა
- 14,8%, სახმელეთო ტრანსპორტის
გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 9,1%, სიცოცხლის დაზღვევა - 7,7%, უბედური შემთხვევის დაზღვევა - 1,6%.
კომპანიების ზარალი (ბრუტო) 522 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 48,6% ქონების დაზღვევაზე
მოდის, 36,3% სამედიცინო
(ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, 2,8% - სიცოცხლის დაზღვევაზე,
2,3% - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0,1% - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე,
ხოლო დანარჩენი (9,9%) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
ყველაზე გავრცელებულია ჯანდაცვა და ამასტან ყველაზე ნაკლებად
მომგებიანი - კერძოდ, ამ სეგმენტში მოზიდული
218 მლნ. ლარიდან 189.4 მლნ. ზარალის ანაზღაურებაზე დაიხარჯა.
მოზიდული
პრემიების და ზარალის ანაზღაურების შეფარდებით, ყველაზე მომგებიანია უბედური
შემთხვევების დაზღვევა - 9 მლნ. ლარის პრემიებიდან კლიენტების სასარგებლოდ მხოლოდ
600 000 დაიხარჯა, რაც არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ დაზღვევის სხვა სახეობებთან
შედარებითაც მინიმალურია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss