ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
აშშ–ის მთავარი ფინანსისტის ეჭვებმა ამერიკულ აქციები დააგდო
15 ოქტომბერი, 2020, 10:31
აშშ–ის მთავარი ფინანსისტის ეჭვებმა ამერიკულ აქციები დააგდო

თბილისი (GBC) - ოთხშაბათის ვაჭრობებზე ამერიკული საფონდო ინდექსები დაბლა დაეშვა მას შემდეგ, რაც აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეჭვი გამოთქვა სტიმულების ახალი პაკეტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიღებასთან დაკავშირებით.

„საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამის მიღება და მისი რეალიზება ძალიან რთული იქნება“, – თქვა მნუჩინმა Milken Institute–ის ონლაინ–კონფერენციაზე.

ოთხშაბათს ის კიდევ ერთხელ ესაუბრა ტელეფონით აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის. ამის შესახებ ტვიტერზე პელოსის პრეს–სპიკერმა დრიუ ჰემილმა დაწერა და აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემას თეთრი სახლის მიერ კორონავირუსზე ტესტირების ეროვნული სტრატეგიული გეგმის არასაკმარისი აღქმა წარმოადგენს.

სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ შეზღუდული სტიმულების პაკეტს სენატი ოქტომბერში უყრის კერჭს, რაც მცირე ბიზნესის დაფინანსებას მოიცავს.

თეთრმა სახლმა გასულ კვირაში დაუჭირა მხარი $1,8 ტრილიონიან სახელმწიფო დახმარების პაკეტს, თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სამშაბათს განაცხადა, რომ ეს „გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც აუცილებელია პანდემიისა და ღრმა რეცესიის ფონზე“.

ტრეიდერები ოთხშაბათს კორპორაციული ანგარიშგებების მორიგ პორციასაც აკვირდებოდნენ.

Wells Fargo & Co.–ს აქციები 6%–ით გაიაფდა. იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებით ლიდერის და კაპიტალიზაციით აშშ–ში მეორე ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაში III კვარტლის წმინდა მოგება საპროგნოზოზე გაცილებით დაბალ ნიშნულზეა.

Bank of America Corp.–ის ქაღალდების ფასი 5,3%–ით შემცირდა. გასულ კვარტალში ბანკს წმინდა მოგება შეუმცირდა.

UnitedHealth Group–მა 2,9% დაკარგა, თუმცა სამედიცინო დაზღვევის სფეროში ამერიკის უმსხვილესმა კომპანიამ შემოსავლები საპროგნოზო მაჩვენებელზე ზემოთ აჩვენა.

Goldman Sachs Group–ის კოტირებები 0,2%–ით გაიზარდა.

Pilgrim's Pride Corp.–ის საბაზრო ღირებულება მკვეთრად, 5,7%–ით გაიზარდა.

Dow Jones Industrial Average–ს ინდექსი 165,81 პუნქტით (–0,58%) 28514 პუნქტამდე შემცირდა.

Standard & Poor's 500–მა 23,26 პუნქტი (–0,66%) დაკარგა - 488,67–მდე.

Nasdaq Composite 95,17 (–0,8%) პუნქტით შემცირდა და 11768,73 შეადგინა.


L/d -http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=116522

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები