ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
9m/2020-ში ექსპორტი 12%-ზე მეტად არ შემცირებულა
13 ოქტომბერი, 2020, 14:28
9m/2020-ში ექსპორტი 12%-ზე მეტად არ შემცირებულა
თბილისი (GBC) - 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ექსპორტი შემცირდა მხოლოდ 12.1 პროცენტით, იმპორტი კი - 15.9 პროცენტით. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებასაც, რომლის უარყოფითი სალდო აღნიშნულ პერიოდში 752.6 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა. სავაჭრო დეფიციტმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. პირველ ცხრა თვეში საგარეო-სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიუხედავად უშუალოდ სექტემბერში ადგილი ჰქონდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის საგრძნობ ზრდას. სექტემბრის ექსპორტის, იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები წლის გავლილი ცხრა თვისათვის საუკეთესო იყო, - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ თავის ფეისბუქ - გვერდზე 2020 წლის იანვარი - სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს - მონაცემების შეფასებისას.
ექსპერტის თქმით, 2020 წლის სექტემბერის მაჩვენებლები წინა რვა თვის (იანვარ-აგვისტო) შესაბამის საშუალო მაჩვენებლებს ორნიშნა რიცხვით აღემატებოდა. კერძოდ, ექსპორტი - 13.5%-ით, იმპორტი - 13.2%-ით, ბრუნვა - 13.3%-ით. ამასთან, 2020 წლის სექტემბრის ექსპორტის მოცულობა აღემატებოდა გასული, 2019 წლის როგორც საშუალო თვიურ (4.9%-ით), ისე უშუალოდ 2019 წლის სექტემბრის ექსპორტსაც (8.6%-ით).
„აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ექსპორტის და სავაჭრო ბალანსის საგრძნობი გაუმჯობესების პოტენციალს, ქვეყნის ეკონომიკის მზარდ საერთაშორისო კონკურენტუნრიანობას და მდგრადი და დინამიური განვითარებისათვის სათანადო კუმულატიური მუხტის მატებას,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები