ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართველმა ფეიქრებმა უცხოელებს აჯობეს
13 ოქტომბერი, 2020, 15:09
ქართველმა ფეიქრებმა უცხოელებს აჯობეს
თბილისი (GBC) - საფეიქრო ნაწარმის და აგრარული პროდუქციის ქართველმა მწარმოებლებმა შეძლეს და გლობალურ კონკურენციაში უცხოელ კონკურენტებს აჯობეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტყრმა

ექსპორტის ზრდაში, რასაც ჩვენ ბოლო თვეებში ვადევნებთ თვალს, აქტიურად მონაწილეობს და დიდი წვლილი აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, აგრეთვე საფეიქრო ნაწარმს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეს არის იმ მნიშვნელოვანი დახმარებისა და პროგრამების პირდაპირი გამოძახილი, რომელთაც საქართველოს მთავრობა როგორც ფერმერების, ასევე სხვადასხვა სამრეწველო დარგების, მათ შორის, საფეიქრო ინდუსტრიის მიმართ ახორციელებს.
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ეს არის იმის შედეგიც, რომ მთავრობამ, პანდემიის პირველივე დღეებიდან, ვირუსის გავრცელების პროცესზე კონტროლი დაამყარა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგების დიდი ნაწილის - მათ შორის, აგროსექტორისა და საფეიქრო წარმოების მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
„აღნიშნულ ვითარებაში ჩვენმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ დაიკავა სხვა ქვეყნების ნიშა საგარეო ბაზრებზე და ამ თვალსაზრისით აჯობა კონკურენტებს. ექსპორტის ზრდაში საფეიქრო ნაწარმიც დიდ წვლილს იკავებს. ესეც ზუსტად იმის შედეგია, რომ ჩვენ შევძელით და ვამუშავეთ ჩვენი საფეიქრო ინდუსტრია ყველაზე რთულ, საგანგებო ვითარების პირობებშიც კი. მათ შეძლეს და აჯობეს გლობალურ კონკურენტებს და მოიპოვეს ახალი კონტრაქტები და ახლა ჩვენ დადებით შედეგებს ვიმკით გაზრდილი ექსპორტის სახით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები