ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტურიზმი რომც არ აღდგეს ეკონომიკა 5%-ით მაინც გაიზრდება
12 ოქტომბერი, 2020, 16:19
ტურიზმი რომც არ აღდგეს ეკონომიკა 5%-ით მაინც გაიზრდება
თბილისი (GBC) - ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე. შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, ვინაიდან წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში, ანუ ტურიზმი, საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით, 5%-იანი ზრდა გვექნება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სხდომაზე სერგი კაპანაძის საპასუხოდ, რომელმაც არარეალისტურად მიიჩნია 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წლიდან ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენის შემდეგ, შესაძლებელია, ქვეყანამ მიაღწიოს 7%-იან ეკონომიკურ ზრდას.
„თუმცა, არსებობს რისკები, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ფორუმი და ვნახოთ რა პროგნოზი გამოქვეყნდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები