| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საქართველოში უმეტეს
შემთხვევებში სასამართლო მიუკერძოებელი და სამართლიანია, თუმცა, ამ კუთხით პრობლემები
ჯერ მაინც არსებობს“ - განაცხადა რადიო „ჩვენებურის“
პროგრამა „მომავალი თაობის ბიზნესი“-ს
ეთერში იურიდიული კომპანია Legal development-ის
სამოქალაქო-ადმინისტრაციული საქმეების
განყოფილების უფროსმა ლევან გოჩაშვილმა.
კომპანია,
რომელიც ასევე მუშაობს ბრენდ „კარდინალის“ ქვეშ, 2015 წელს შეიქმნა. დღეს ის 20-მდე სხვადასხვა დარგის და მიმართულების იურისტს
აერთიანებს.
„ჩვენ
კლიენტებს იურიდიული დახმარების მთელს სპექტრს ვთავაზობთ- უშუალოდ საადვოკატოს გარდა ბუღალტერულს, აუდიტს, და ა.შ. ერთი სიტყვით,
ყველა მიმართულებას მოვიცავთ - ოჯახური დავებით დაწყებული,
მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტების ფარგლებში იურიდიული მომსახურეობით დასრულებული“
- განაცხადა ლევან გოჩაშვილმა.
მისი
თქმით, კომპანია განსხვავებული ტაქტიკით მუშაობს - კონკრეტულ საქმეს არა ერთი იურისტი
განიხილავს, არამედ მთელი გუნდი. ეს გაცილებით უფრო ეფექტურია, და შეცდომების ალბათობას
მკვეთრად ამცირებს.
„რა
თქმა უნდა, ცალკე აღებული ადვოკატის პროფესიონალიზმს და ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს,
თუმცა, 1 ან თუნდაც 2, თუნდაც ძალიან კვალიფიცირებული იურისტი, უფრო შეცდება და არასწორ
გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიდრე 10 ან 15 ასევე ძალიან კომპეტენტური ადამიანი“ - განაცხადა მან.
ლევან
გოჩაშვილის თქმით, ამის მაჩვენებელი ისაა, რომ კომპანიას მოგებული
საქმეები წაგებულებზე ბევრად მეტია აქვს, ხოლო კლიენტების მხრიდან უკმაყოფილება
და ჩივილები 5 წლის მანძილზე ჯერ არც ერთხელ არ ყოფილა.
მისი
თქმით, ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი.
„დღეს
ჩვენთან ბევრს საუბრობენ სასამართლოს სამართლიანობაზე და ობიექტურობაზე. შემიძლია ვთქვა,
რომ მეტწილად საქართველოში სასამართლო სამართლიანი და მიუკერძოებელია, თუმცა, ამ მხრივ
პრობლემები მაინც არსებობს. ამიტომაც სასამართლო რეფორმა - ეს ერთჯერადი ნაბიჯი
არაა, ესაა ხანგძლივი პროცესი, რომელიც ყოველდღიურ აქტიურობას მოითხოვს“
- თვლის ლევან გოჩაშვილი.
მისი
თქმით, ბოლო პერიოდში მოსახლეობის სამართლებრივი კულტურა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაზეც
იურიდიულ კომპანიებთან და კერძო იურისტებთან მიმართვიანობის ზრდაც მეტყველებს.
„მაგალითად,
გაიზარდა საჩივრები შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც პანდემიის პერიოდისთვის
განსაკუთრებით აქტუალურია - ბევრი კომპანია გაკოტრების ზღვარზეა, და
ამიტომ ხშირია თანამშრომლების ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე დათხოვნის შემთხვევები.
ეს შედარებით ახალი მოვლენაა ჩვენთან“ - ამბობს გოჩაშვილი.
მისი
თქმით, პანდემიის გამო კომპანიას დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწია, თუმცა, საქმიანობა
თითქმის ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა.
„რა თქმა უნდა, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მაგალითად, ხშირად სასამართლოები
ონლაინ-რეჟიმში ტარდება. ტექნიკური თვალსაზრისით, ეს თითქმის
იგივეა, რაც დისტანციური სწავლება სკოლებში. ზოგადად, იურისტებისთვის მუშაობა დისტანციაზე
განსაკუთრებული სიახლე არაა - ჩვენ ისედაც ხშირად გვიწევდა უცხოეთში მყოფ ადამიანებთან
საქმიანი ურთიერთობები, სხვადასხვა საბუთების მიღება, დაა.შ.“ - განაცხადა იურისტმა.
პანდემიის
გავლენაზე სისხლის სამართლის საქმეებზე Legal development-ის ამ დარგის განყოფილების უფროსი გიორგი ბარდაველიძე საუბრობს.
„სასამართლოში
დღეს ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ხშირ შემთხვევაში ეჭვმიტანილს პროცესზე
დასწრების შესაძლებლობა არა აქვს - ეპიდემიოლოგიური რისკების
გამო. თუმცა, ზოგიერთს ამის უფლებას ანიჭებენ, და სრულიად გაურკვეველია - რატომ და
რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. თავად მოსამართლეები ამბობენ
რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის. ვისი დასწრება პროცესზე შეიძლება
და ვისი არა - ამას ციხის ბადრაგი წყვეტს” - ამბობს ის.
ასევე
პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ციხეში ადვოკატს დღეში მხოლოდ 3 დაცვის ქვეშ მყოფის
მონახულება შეუძლია, რაც ძალიან ცოტაა.
პრობლემურია
ასევე სასამართლოებში ციხიდან ჩართვები, რადგანაც ამისთვის ხშირად არ არის საკმარისი
ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში - სწრაფი ინტერნეტი.
პანდემიას
ასევე სულ სხვა ტიპის პრობლემის შექმნა შეუძლია.
„ჩვენი
კომპანიის, და ზოგადად იურისპუდენციის განვითარება სხვა ფაქტორებთან
ერთად კადრების კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. პანდემიის დროს, როდესაც სწავლება უნივერსიტეტებში
დისტანციურია, განათლების დონე სუსტდება. დღეს უკვე ყველა აღიარებს,
რომ ონლაინ-სწავლება ჩვეულებრივს ვერაფრით ვერ
ჩაანაცვლებს. ჯერ ეს პრობლემა ჩვენს დარგში იმდენად აქტუალური არაა, თუმცა, დისტანციური
სწავლების დიდი ხნით გაგრძელების შემთხვევაში - აუცილებლად გახდება“
- მიიჩნევს გიორგი ბარდაველიძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss