ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის მორიგი ₾73 000 ინვესტიცია აგროსექტორში
12 ოქტომბერი, 2020, 12:18
BOGG-ის მორიგი ₾73 000 ინვესტიცია აგროსექტორში

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა აგროსექტორის წახალისების მიზნით  73,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩოხატაურის რაიონში, მაღალმთიან სოფელ ზოტში რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობას მოხმარდება. საამქრო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყებს ოპერირებას. საამქრო ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიძენს რძეს, რაც მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ფერმერებისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს მათ მიერ წარმოებული  პროდუქციის ადგილზე რეალიზაციას. 

 

საწყის ეტაპზე საწარმოში ყოველთვიურად დაახლოებით 15 ტონა რძის გადამუშავება, ასევე  ყველისა და სულგუნის წარმოება იგეგმება. რეალიზაცია პირველ ეტაპზე განხორციელდება ჩოხატაურში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ბათუმში. სამომავლოდ საწარმო პროდუქციის გამრავალფეროვნების მიზნით  მაწვნისა და არაჟნის წარმოებასაც გეგმავს.


პროქტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 200 000 ლარია. საამქროს მშენებლობის პროცესში უკვე 10 ადამიანია დასაქმებული. ოპერირების დაწყების შემდეგ საამქრო ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

 

მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი აგრომიმართულების ბიზნესის მხარდამჭერი ვართ. ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამჟამად ბანკის ჩართულობით ჩოხატაურის რაიონში, კერძოდ სოფელ ზოტში ახალი რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობა ხორციელდება. მისი გახსნა ოქტომბრიდან იგეგმება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართული წარმოების განვითარებაში. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს  ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები