ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდი მოგებაზეა
9 ოქტომბერი, 2020, 19:41
საპარტნიორო ფონდი მოგებაზეა

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზა და საპარტნიორო ფონდი უკვე მოგებაზეა, - წინა წელთან შედარებით მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ აღნიშნა. მისი თქმით, აკუმულირებული ზარალი, რაზეც შარშან საუბრობდნენ, ფონდს იმის გამო შეექმნა, რომ მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური შედეგები საპარტნიორო ფონდის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში აისახებოდა.


ეს გამოწვეული იყო იმითი, რომ საქართველოს რკინიგზის ბალანსიდან ჩამოიწერა მსხვილი პროექტი - შემოვლითი რკინიგზის, რომელზეც ასობით მილიონი აშშ დოლარი იყო დახარჯული", გიორგი დანელიას განცხადებით.


 საპარტნიორო ფონდს აქვს საქმიანობის 2 მიმართულება: საინვესტიციო საქმიანობა და სახელმწიფო აქტივების ფლობახაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მხოლოდ ვფლობთ და არა - ვმართავთ სახელმწიფო აქტივებს. შესაბამისად, ჩვენს საკუთრებაში არსებული საქართველოს რკინიგზის ან გაზისა და ნავთობის კორპორაციის მმართველობაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ფონდი ამ აქტივებს უბრალოდ ფლობს და თეორიულად მათგან უნდა ვიღებდეთ დივიდენდებს. თუმცა, რკინიგზასი ბოლო წლების ფინანსური სირთულეების გამო, დივიდენდს არ იხდიდნენ და ის თანხებიც, რომლებიც კომპანიაში იყო, რკინიგზის განვითარებას ხმარდებოდა. მათი ფინანსური შედეგები კი - მოგებაც და ზარალიც ფონდის შედეგებში აისახა. თუმცა, წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, საპარტნიორო ფონდი და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან, - განაცხადა გიორგი დანელიამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები