ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფონდი მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე უნდა კონცენტრირდეს
9 ოქტომბერი, 2020, 19:26
ფონდი მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე უნდა კონცენტრირდეს

თბილისი (GBC) - „ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის აუცილებლობის შესახებ, როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან, ასევე, პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელთა ჩართულობა და როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ერთერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რეორგანიზაციის ფარგლებში, არის სახელმწიფო აქტივების ფონდის გარეთ გატანა. მივიჩნევთ, რომ საქართველოს რკინიგზა და სხვა მსხვილი სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის შემადგენლობაში, ფონდი უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს პროცესი დაწყებულია. რეფომირების პირველ ეტაპზე ენერგეტიკული კომპანიები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“  და „ესკო“  გავიდნენ  ფონდის სტრუქტურიდან და ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.


როგორც გორგი დანელიამ არნიშნა, „საპარტნიორო ფონდი“ უნდა იყოს საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონცენტრირდება კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტული მიმართულებით.


„ვფიქრობთ, ჩვენი როლი მნიშვნელოვანია  წარმოების, ასევე, მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ  ჩვენ არ ვართ პროაქტიური ინვესტორები, ჩვენ არ მივდივართ ბიზნესთან და არ ვუწევთ კონკურენციას ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დააფინანსებდნენ ამა თუ იმ პროექტს. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მათი დამხმარე და ბიზნესი თვითონ მოდის ჩვენთან, თუ მას სჭირდება კაპიტალით დაფინანსება და არა - სესხი. „საპარტნიორო ფონდი“ კი ეხმარება ბიზნესს, რომ მათი პროექტი ბანკისთვის უფრო მიმზიდველები გახდეს“, განაცხადა გიორგი დანელიამ.   

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები