ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-იმ სოკოს წარმოებაში ₾30 000 ინვესტიცია ჩადო
9 ოქტომბერი, 2020, 14:33
BOGG-იმ სოკოს წარმოებაში ₾30 000 ინვესტიცია ჩადო

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აბაშის რაიონის სოფელ მარანში, სოკოს მეურნეობა გაფართოვდა. პროექტი გამორჩეულია იმით, რომ მეწარმეს სოკო ნამჯისგან დამზადებულ ტომრებზე მოყავს.  პროექტის ფარგლებში ფერმის კაპიტალური შენობა აშენდა, რისთვისაც ბანკმა 30,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ობიექტი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, წარმოებაში ამჟამად 5 ადამიანია ჩართული. სოკოს რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, როგორც საცალო მაღაზიებში, ასევე, რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით აბაშის სოფელ მარანში სოკოს წარმოება ფართოვდება. ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა მოტივირებული იყო როგორც ადგილობრივი ბიზნესების წახალისების მიზნით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივით. გვჯერა, რომ  მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები