ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ჩაის სუბსიდია იზრდება
8 ოქტომბერი, 2020, 14:15
ჩაის სუბსიდია იზრდება

თბილისი (GBC) - სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად,   სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა. განხორციელებულ ცვლილებებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ხუთშაბათის სხდომის შემდეგ განაცხადა 

 „ფერმერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის გარკვეული თანადაფინანსება გაზრდილიყო. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში, პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა აწარმოოს 2 000 კგ ნედლი ფოთოლი, არანაკლებ 1 ჰა-ზე და 1 000 კგ ნედლი ფოთოლი - ბიოჩაის მოყვანის შემთხვევაში.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა,  პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო; პროგრამაში ჩართულია 39 ბენეფიციარი; პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 1,192 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები