ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
საზღვაო სფეროს საინვესტიციო მიმზიდველობა მაღალია
8 ოქტომბერი, 2020, 16:14

თბილისი (GBC) - მინისტრი: „საზღვაო სფეროში დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესსა და იმ დარგებს შეეხება, რომლებიც შეირჩა ამ ეტაპისთვის, რათა ეს სტატუსი მიენიჭოთ.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ მნიშნვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც დღეს მთავრობამ მიიღო, ეს ეხება საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესს და იმ დარგებს, რომელიც შეირჩა ამ ეტაპისთვის, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოთ. შერჩეულ იქნა ორი დარგი, სადაც ყველაზე მეტია დღესდღეობით შესაძლებლობა, რომ ასეთი საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მოვიზიდოთ მაქსიმალურად საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები - მათ შორის არის სანაოსნო სფერო, გემთმშენებლობა, გემით სარგებლობა და მასთან დაკავშირებული სერვისები“, - აღნიშნა მათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და მნიშვნელოვანი დამსაქმებელი. მისი თქმით, ჩვენი მეზღვაურები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც ძალიან კვალიფიციური პროფესიონალები. ამასთან, მთავრობა საქართველოს საკუთარი ფლოტის აღდგენის საკითხზე მუშაობს.
„ახლა გვინდა, საქართველოში შევქმნათ წინაპირობა, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა მალტა, კვიპროსი, სხვა შედარებით მცირე სახელმწიფოები, რომლებიც დღესდღეობით ლიდერებად მიიჩნევიან სანაოსნო დარგში მსოფლიოში და საქართველოსაც აქვს ეს პოტენციალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss