| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ადგილობრივი და საერთაშორისო საგადახდო სისტემების მუშაობა შეაჩერა. უკიდურესად მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბანკის ხელმძღვნელობა ქვეყნიდან კაპიტალის სტიქიური გადინების შეფერხების სურვილით ხსნის.
ამის შესახებ განცხადებს ყირგიზეთის მთავარი რეგულატორის
ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
კერძოდ, შეჩერებულია SWIFT-ის სისტემის მუშაობა. ქვეყანაში ეროვნული საგადახდო სისტემა „ელკარტი“
მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ანგარიშსწორება
საბანკო ბარათებით, ელექტრონული საფულეებით, მობილური აპლიკაციებით და QR კოდებით.
გარდა ამისა, საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საფინანსო
ინსტიტუტებს გაეწიათ რეკომენდაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეაჩერონ მუშაობა
ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებამდე.
ყირგიზეთში 6 ოქტომბერს ყველა ბანკომატი გამორთეს და
ნაღდი ფული ინკასატორებმა საცავებში გადაიტანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიტიკური
ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც არ ეთანხმებიან 4 დღის წინ ჩატარებული არჩევნების შედეგებს,
ოქროს, სპილენცისა და ქვანახშირის საბადოები დაიკავეს. გარდა ამისა, მოროდიორები ყირგიზეთის
უმსხვილესი ოქროსმომპოვებელი კომპანიის „ყიგიზალტინის“ დაკვებასაც ცდილობდნენ.
ყირგიზეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 5 ოქტომბრიდან
მიმდინარეობს, რაც 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით არის გამოწვეული.
აქციის მონაწილეებმა ქვეყნის თეთრი სახლი ჩაიგდეს ხელში, შევარდნენ და დაარბიეს პრეზიდენტის
კაბინეტი, ხოლო წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევის
გათავისუფლებაც მოახერხეს. შედეგად, ყირგიზეთის ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები
გააბათილა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss