| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმის სარესტორნო ბიზნესი, რომელმაც შიდა ტურიზმით პანდემიის მიერ გამოწვეული შოკიდან გამოსვლა მეტ-ნაკლებად მოახერხა, დღეს
კიდევ უფრო რთულ მგომარეობაში აღმოჩნდა - პანდემიის
ახალი აფეთქების და შიდა ტურისტების არყოფნის პირობებში, მათ სამუშაო თითქმის არა ავქთ.
„აგვისტოსთან, და ზოგადად ამ ახალ
ტალღამდე არსებულ სიტუაციასთან შედარებით კლიენტურა 80%-ით შეგვიმცირდა. ეს მხოლოდ
ჩვენთან არაა - ბათუმის ყველა რესტორანი იგივე მდგომარეობაშია. უცხოელები არც იყვნენ,
დღეს უკვე შიდა ტურიზმიც გაჩერებულია, და მთელი სარესტორნო ინდუსტრია მხოლოდ ბათუმის
მოსახლეობის იმედითაა დარჩენილი. ბათუმელები კი ისედაც ცოტაა, თანაც ბევრს ეშინია სადმე
წასვლის“ - ამბობენ ბათუმის რესტორან „რეტროში“.
აგვისტო-სექტემბერში რესტორანმა უცხოელი
ტურისტების არარსებობის პირობებშიც კი 2019 წლის მაჩვენებლების შენარჩუნება შიდა ტურისტების
ხარჯზე, თუმცა, ახალ პირობებში ეს შეუძლეველია.
„ჯერ-ჯერობით ვმუშაობთ, თანამშრომლებიც ყველა ადგილზეა, თუმცა, ხვალ რა იქნება არ ვიცით. ბათუმის ყველა
რესტორანი ან ასეთ, ან უარეს მდგომარეობაშია“
- ამბობენ „რეტროში“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss