ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
WB: საქართველოს 160 000 მოქალაქე გაღარიბდება
7 ოქტომბერი, 2020, 12:52
WB: საქართველოს 160 000 მოქალაქე გაღარიბდება

თბილისი (GBC) - საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა, წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ 6%-ით შემცირდება, რაც ასახავს  პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს. სექტორი პანდემიამდე ქვეყნის მშპ-ს  8%-ს შეადგენდა.

წნეხი მოსალოდენლია სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4% მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება  და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს.

აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის  რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის (WB) ახლადგამოქვეყნებულ ბიულეტენი, რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4%-ით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება  2021 წლიდან, 1.1-დან 3.3%-მდე დიაპაზონშია მოსალოდნელი. პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა რისკები შესუსტებისკენ იხრება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები