ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობმა სამშაბათის ვაჭრობაც ზრდით დაიწყო
6 ოქტომბერი, 2020, 11:38
ნავთობმა სამშაბათის ვაჭრობაც ზრდით დაიწყო

თბილისი (GBC) - ნავთობი ზრდას 6 ოქტომბრის სავაჭრო სესიაზეც განაგრძობს, მას შემდეგ, რაც წინა სესიაზე მაისის შემდეგ ყველაზე მკვეთრი გაძვირების დემონსტრირება მოახდინა. ამის მიზეზად ექსპერტები აშშ–ის საბიუჯეტო სტიმულირების ახალი პაკეტის მიერ შექმნილ ოპტიმიზმს ასახელებენ.

Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,51%–ით გაძვირდა და ბარელზე $41,5 შეადგინა. ორშაბათს ამ მარკის ნავთობის კონტრაქტები 5,1%–ით გაიზარდა.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ნოემბერში მიწოდების პირობით, 0,46%–ით არის გაზრდილი და დილიდან ბარელი $39,4–ად ივაჭრება. ორშაბათის სესიაზე მსუბუქმა ნავთობმა ფასში 5,9% მოიმატა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა მასტიმულირებელი ღონისძიბების თემაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორშაბათს გამართეს. თუმცა, მიუხედავად ტრამპის მოწოდებისა, დროულად გადაწყვიტონ საბიუჯეტო სტიმულირების საკითხი, მხარეები შეთანხმებისგან ჯერ კიდევ შორს არიან.

ამასობაში, ორშაბათსვე, კლინიკიდან გაწერეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელისაც წინა კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები