ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის ₾52 000 ინვესტიციით ალვანში საწარმო გაიხსნა
6 ოქტომბერი, 2020, 16:34
BOGG-ის ₾52 000 ინვესტიციით ალვანში საწარმო გაიხსნა

თბილისი (GBC)- საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერაზე აცხადებს. ამჯერად ბანკის ჩართულობით ახმეტაში, ზემო ალვანში, მინი, მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.  საწარმო საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს და თუკი მანამდე წლის განმავლობაში 20 დან 25 ტონამდე მატყლი მუშავდებოდა, ახლა უკვე საწარმოს წლიური გადამუშავება 60-დან 70 ტონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საწარმო ხელს უწყობს მეცხვარეობის განვითარებასაც, რადგან პროდუქციის წარმოებისთვის იყენებს ადგილობრივ მატყლს, თუშ მეცხვარეებს  კი აღარ უწევთ მატყლის გასაღების ბაზრის მოძიება.

 

საწარმოს ძირითადი მომხმარებლები არიან: სპეციალიზირებული მაღაზიები, პროფესიული სასწავლებლები, კერძო სახელოსნოები და ფიზიკური პირები.

 

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 160 000 ლარია. ბანკის მხრიდან  პროექტის დაფინანსებისთვის 52 000 ლარი გამოიყო. საწარმოს დღესდღეობით 10 ადამიანი ყავს  ასაქმებული.

 

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით მცირე ზომის ბიზნესების დაფინანსებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ახმეტაში მინი მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, სადაც აქტიურად იწარმოება ძაფი და თექა. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები