ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ხვანჭკარის ღვინის მარანმა წარმადობა გაზარდა
6 ოქტომბერი, 2020, 16:21
ხვანჭკარის ღვინის მარანმა წარმადობა გაზარდა

თბილისი (GBC) - ხვანჭკარის ღვინის მარანი“ ერთერთი უძველესი კომპანია, რომელიც ქართული ღვინის მრავალფეროვან სახეობებს აწარმოებს. ღვინის ქარხანა რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს.


მე-19 საუკუნის ბოლოს, თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ღვინო ხვანჭკარის დაყენების ტექნოლოგია გამოიგონა, მან არასრული დუღილის შედეგად ნახევრად ტკბილი ღვინო მიიღო. 1907 წელს ბელგიაში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე დიმიტრი ყიფიანის ღვინომ ოქროს გრანპრიც კი მოიპოვა.


სწორედ მისი მარნის ადგილას 1927 წელს აშენდა ხვანჭკარის ღვინის მარანი, რომელიც 2010 წლიდან ჭანტურიების ოჯახმა შეიძინა.

“ჩვენ ვცდილობთ, რომ არც ძველი იერსახ დავკარგოთ და პარალელურად, მაღალი სტანდარტით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ ღვინო. ამჟამად, 12 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, რომლებიც ექსკლუზიური დიზაინით შექმნილ ბოთლში ისხმება,“ - ამბობს  „ხვანჭკარის ღვინის მარნის“ დირექტორი გიორგი ჭანტურია.


ახლახანს კომპანიამ თიბისის მხარდაჭერით ქარხანა გადაიარაღა  და იტალიური მანქანა-დანადგარები შეიძინა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარნის წარმადობას. 2019 წელს „ხვანჭკარის ღვინის მარანმა“  70 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოასხა, მომავალ წელს კი, ამ რაოდენობის 200 ათასამდე გაზრდას ვარაუდობენ.

ღვინის 70 % რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, დანარჩენი კი, ექსპორტზე ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში გადის.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები