ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის 36 ჰა საჩუქრად თბილისს
6 ოქტომბერი, 2020, 13:24
თბილისის 36 ჰა საჩუქრად თბილისს

თბილისი (GBC) - თბილისმა და თბილისელების არაერთმა თაობამ, ვინც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას ყოველთვის თვლიდა რეკრეაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, - ამის შესხებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს“ მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემასთან და იქ ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ახლა ეს ნამდვილად იქნება თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული და უნიკალურად მოწყობილი პარკი, როგორც პარკის დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშნა.

„ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან, რომელმაც ფონდი „ქართუს“ მეშვეობით სამ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ბოლო 25 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ უფრო მეტი კულტურული ძეგლი აღდგენილიყო განათლებაში, ჯანდაცვაში, სპორტში, სარეკრეაციო მწვანე ზონებში. ახლა ამას შეემატება თბილისის ეს ერთ-ერთი მარგალიტიც, არაერთი თაობის საყვარელი დასვენების ადგილი, რომელიც კეთილმოწყობილი და უნიკალური იქნება.  ამაში ისევ და ისევ ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დაგვეხმარება, დაიხარჯება რამდენიმე ათეული მილიონი და ეს იქნება ძალიან ძვირფასი საჩუქარი ჩვენთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები