| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Eurocontrol-ის
2 ოქტომბერის მონაცემებით, საჰაერო
მოძრაობის
ნაკადები
ქვეყანაში
2019 წლის 2 ოქტომბერთან შედარებით
87%-ით არის შემცირებული.
ეს
ყველაზე
დიდი
ვარდნაა
Eurocontrol-ის წევრ ქვეყნებს
შორის.
სულ
2 ოქტომბერს საქართველოს საჰაერო
სივრცეში
მხოლოდ
17 ფრენა შესრულდა.
საქართველოს შემდეგ მოდის
ისრაელი,
სადაც
75%-იანი ვარდნაა და
107 ფრენა შესრულდა, მესამე
პოზიციაზე
ფინეთია
177 ფრენით, ერთი წლის
წინანდელ
მაჩვენებელთან
შედარებით
კლება
75%-ია.
Eurocontrol-ის
მონაცემებით,
უნგრეთში
საჰაერო
მოძრაობის
ნაკადები
73%-ით არის შემცირებული,
სულ
შესრულდა
112 ფრენა, სომხეთში 23 ფრენა
შესრულდა
და
2019 წლის 2 ოქტომბრის მაჩვენებელთან
72%-ით ნაკლებია.
საუკეთესო შედეგი აჩვენა
ალბანეთმა,
სადაც
საანგარიშო
პერიოდში
კლება
მხოლოდ
3%-ია, შესრულდა 71 ფრენა.
კლება ასევე დაბალ
ნიშნულს
აჩვენებს
ბულგარეთში,
სერბეთში,
ლუქსემბურგში.
გლობალურ საჰაერო სივრცეში,
მცირედი
გაუმჯობესების
მიუხედავად,
კრიზისი
კვლავინდებურად
გრძელდება.
საჰაერო
მოძრაობის
ნაკადები
2020 წლის 2 ოქტომბერს 2019 წლის
ანალოგიურ
პერიოდთან
შედარებით
53%-იან ვარდნას აჩვენებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss