| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თინეთის სახალხო
რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის ჰონკონგის მთავრობამ საქართველოსთან
ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ადგილობრივი ადმინისტრაციის
პრეს–ცენტრის ცნობით, დოკუმენტს ორშაბათს ფინანსური სამსახურებისა და ხაზინის საქმეთა
მდივანმა (მინისტრი) კრისტოფერ ხუეიმ მოაწერა ხელი.
„საქართველო განვთარებადი
ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“
მონაწილეობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეთანხმება ორ
იურისდიქციას შორის გადასახადების გადანაწილებას არეგულირებს, რაც „ინვესტორებს შესაძლებლობას
მისცემს უკეთ შეაფასონ ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური აქტივობების პოტენციური საგადასახადო
ტვირთი, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივ სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების განვითარებას“,
– ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო
45–ე ქვეყანაა, რომელთანაც ჰონკონგმა მსგავსი შეთანხმება გააფორმა. განცხადებაში არ
წერია, როდიდან შევა შეთანხმება ძალაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss