ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საჯარო მოხელის ხელფასი არ იზრდება
5 ოქტომბერი, 2020, 20:58
საჯარო მოხელის ხელფასი არ იზრდება

თბიისი (GBC) - ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, თითქოს, მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამწუხაროდ, ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს და 2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის“, - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, თანხა, რომელიც 2021 წელს ჩადებულია შრომით ანაზღაურებაში არის რესურსი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში  გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში  გაიზარდა  შრომის ანაზღაურება, ის მატება, რომლზეც საუბარია სწორედ, მათი ხელფასების დაფარვას მოხმარდება მთელი მომდევნო წლის განმავლობაში.  გარდა ამისა, შეფასებები იყო, თითქოს, მომდევნო წელს თანხებია გათვალისწინებული მიმდინარე წელს აღებული ვალების გადასახდელად. ესეც არ არის რეალობა, ვინაიდან ერთადერთი, რაც განსხვავებულია და დიდი მოცულობის ვალის დაფარვა ხდება, ეს არის ევრობონდების ნაწილი, რომლის დაფარვის ვალდებულება 2021 წელს გვაქვს და ბიუჯეტში ეს თანხაა გათვალისწინებული,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები