ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბილაინი NASA Space Apps Challenge-ს საქართველოში მასპინძლობაზე აცხადებს
5 ოქტომბერი, 2020, 19:39
ბილაინი NASA Space Apps Challenge-ს  საქართველოში მასპინძლობაზე აცხადებს

თბილისი (GBC) -  ბილაინი მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერი უკვე მეორედ არის.  Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯიბრი საქართველოში ონლაინ, 2 – 4 ოქტომბერს ჩატარდა.

NASA Space Apps Challenge მსოფლიოს 225 სხვადასხვა ადგილას, 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და  მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური იდეების გენერირებას, რომლებიც  კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. NASA Space Apps Challenge -ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევით, ასევე კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებითწელს NASA -ს განსაზღვრული ქონდა 22 გამოწვევა, რომელიც 6 კატეგორიაში განაწილდა: დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება. გამარჯვებულმა გუნდებმა ფულადი პრიზები მიიღეს და ახლა NASA -ს გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე გუნდი Fire Detectors გავიდა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ: კარლო თევზაძე, მარიამ შერეშაშვილი და გიორგი ტყებუჩავა. ჰაკათონის მეორე გამარჯვებული გუნდი The Two Degrees გახდა, რომელიც ოთხ მეთერთმეტე კლასელ სკოლის მოსწავლეს აერთიანებს: დავით დომუზაშვილი, ნიკა სვანიძე, ნიკა გაფრინდაშვილი და ალექსანდრე ლაშქარავა.

„პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა დავსახეთ, რომელიც ერთ საერთო მიზნამდე მიდიოდა იქამდე აღმოეჩინა ხანძრის კერა ჩვენ მიერ შექმნილი ბადეს მეშვეობით, სანამ ხანძარი პატარა მასშტაბს გაცდებოდა ზოგ შემთხვევაში გაჩენამდეც ევარაუდა და დაკვირვება გაეძლიერებინათ ამ წერტილებში. პროექტი მიზნად ისახავს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომელიც დაამუშავებს წარსულ მონაცემებს ხანძრებთან მიმართებაში ლოკაციების მიხედვით, ასევე გაითვალისწინებს ამინდის პროგნოზს, წელიწადის დროს, კვირის დღეებს, ტყის განაშენიანების არეას, ტურისტულ მარშრუტებს და .. ყველა იმ დეტალს რომელსაც ეფექტის მოხდენა შეეძლება ხანძრის წარმოშობასთან დაკავშირებით,“- აღნიშნავს Fire Detectors -ის წევრი, მარიამ შერეშაშვილი.

ვენ გვჯერა რომ ემისიების სტატისტიკის ლოკალურ დონეზე დაყვანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ. ჩვენი როექტის მიზანია დავეხმაროთ რეგიონალურ მთავრობებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებების განხორციელებაში და საქართველოს GHG ემისიების პარიზის ხელშეკრულების მიხედვით 25%-ით შემცირებაში. როექტი მოიცავს კოდს რომელიც მარტივად შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა ქვეყნების ემისიების რეგიონალიზაციისთვის,“- ამბობს დავით დომუზაშვილი, The Two Degrees -ს წევრი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები