| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - ღამის კლუბი „ბასიანი“ ავრცელებს განცხადებას თავშწეყრის ადგილების აკრძალვასთან
დაკავშირებით.
“მუსიკალური,
საკლუბო და საფესტივალო კულტურა მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი
გამოწვევის, სრული კოლაფსის წინაშე დგას. საზოგადოებრივი თავშეყრის, სოციალიზაციისა
და მუსიკის მოსასმენ სივრცეებს, რომლებმაც ქალაქებს განსაკუთრებული მნიშვნელობა და
ახალი იდენტობა შესძინეს, სამუდამო გაქრობა ემუქრება.
ამის
პარალელურად, ტრადიციული საკლუბო ღამეების დროებითი ჩანაცვლებისთვის ახალი კონცეფციები
იქმნება: იხსნება ვირტუალური კლუბები, ციფრული საცეკვაო მოედნები, ვიდეოსტრიმის პლატფორმები.
სიმულაციური გარემოს მშენებლობა, საცეკვაო მოედნების ზონირება და სოციალური დისტანციით
ცეკვა კიდევ უფრო ამძაფრებს შიშებს საკლუბო კულტურის აღსასრულზე.
ნათელია,
რომ საკლუბო ღამეები ძველი ფორმით და შინაარსით ვერ დაბრუნდება, ამიტომ, სამომავლოდ
საკლუბო კულტურის როლის განსაზღვირსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისტორიული წარსულის
კრიტიკული გადააზრება.
მომავალი
ბუნდოვანია, შესაბამისად უცნობია კიდევ როდის შევხვდებით, ან შევხვდებით თუ არა საერთოდ.
ამიტომ, ერთადერთი, რაც დაგვრჩა უნდა დავიჯეროთ კრიზისის, რომელსაც წარსულ გამოცდილებასა
და მიმდინარე გამოწვევებზე რეფლექსიის შემთხვევაში, სასიკეთო ცვლილებებისა და ახალი
შესაძლებლობების მოტანა შეუძლია.
და
ბოლოს, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ გლობალური მასშტაბით დროებით დახურულ
უსაფრთხო და თავისუფალ სივრცეებს, კლუბის რეზიდენტებსა, ოჯახის ერთგულ წევრებს, არტისტებს,
ქვიარ თემს და მოცეკვავეებს, ვის მეხსიერებაშიც საკლუბო მომენტები მოგონებების სახით
ჯერ კიდევ ცოცხლობს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss